1. ვინ იყო ანდერრაითერი? ანდერრაითერი არის მსგავსი სადაზღვევო ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული საერთო ფინანსური ფონდის მენეჯმენტზე პასუხისმგებელი პირი. წინასწარ უნდა შეაფასოს დაფ Covered risks, damage likelihood, and potential consequences.
  2. რა არის ფრანშიზა? ფრანშიზა არის თანხის ის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს.
  3. რას გულისხმობს სადაზღვევო რისკი და რომ ჩამოთვალოთ ეს რისკები. სადაზღვევო რისკი არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა.
  4. რა არის სადაზღვევო თანხა? სადაზღვევო თანხა არის თანხის პროცენტული გამოსახულება, რომელიც დამზღვევმა დაზღვევაში უნდა გადაიხადოს.
  5. რა არის პრემია? სადაზღვევო პრემია – თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დამზღვევმა მზღვეველს ქონების დაზღვევის საფასურად – დაზღვევის ღირებულება.
  6. რას წარმოადგენს სადაზღვევო პოლისი და რა ინფორმაცია არის მასში ასახული? სადაზღვევო პოლისი არის მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან ერთვის ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები და წარმოადგნეს მის განუყოფელ ნაწილს.
  7. რა არის სადაზღვევო ხელშეკრულება? პუნქტები სადაზღვევო ხელშეკრულება არის მზღვეველსა და დამზღვევს შორის შეთანხმების დადება ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მოცემულია ხელშეკრულების პირობები, გადახდის დრო და პრინციპები, ხელშეკრულების დარღვევის პირობები და ა.შ.
  8. რა არის პული? პული არის დამზღვევების გაერთიანება, რომელთან გადახდილი პრემია საკმარისი უნდა იყოს მომავალი ზარალების გადასახდელად.
  9. რას გულისხმობს ყველა რისკისგან დაზღვევა ქონების დაზღვევის დროს? ყველა რისკისგან დაზღვევა არის გამონაკლისების გარდა ყველა რისკის დაზღვევა.
  10. ვინ აკონტროლებს სადაზვევო სექტორს? ვინ არის ზედამხედველი? სადაზღვევო სექტორს აკონტროლებს სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახური.
  11. რას ითვალისწინებს რისკ- მენეჯმენტი დაზღვევის სექტორში და დაახასიათეთ მისი ძირითადი საფეხურები. რისკ მენეჯმენტის საფეხურებია: პულინგი, ადეკვატურო სადაზღვევო პრემია და რეზერვები.
  12. რას გულისხმობს სელექცია? სელექცია გულისხმობს საშუალოზე მაღალი რისკის მქონე პირების შერჩევას.
  13. რას წარმოადგენს რეზერვები და ჩამოთვალეთ ისინი. კომპანიის ფინანსური მხარდამჭერი რეზერვია, რომლის დროსაც თუ კომპანიას აქვს სწორი რისკ-მენეჯმენტი, მას ყოველთვის გააჩნია რეზერვები.
  14. გთხოვთ იმსჯელოთ სადაზღვევო კომპანიის შიდა სტრუქტურაზე და დაასახელოთ ის ძირითადი დეპარტამენტები, რომელსაც აერთიანებს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები. სადაზღვევო კომპანიის შიდა დეპარტამენტებია: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, საოპერაციო, ზარალები, სამედიცინო და არასამედიცინო ზარალები, ანდერრაითინგი.
  15. რა არის სადაზღვევო კომპანიის იურიდიული ფორმა? სააქციო საზოგადოება.
  16. გთხოვთ განმარტოთ რა არის რეგრესი? რეგრესი არის ბრალეული მხარიდან თანხის მოთხოვნის უფლება.
  17. რას გულისხმობს ორმაგი დაზღვევა? ორმაგი დაზღვევა გულისხმობს ერთი და იგივე ინტერესის ორ კომპანიაში დაზღვევა.
  18. რას ნიშნავს გადაზღვევა და მისი დადებითი მხარეები? გადაზღვევა წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც სადაზღვევო კომპანიები ხელმეორედ აზღვევენ მათ პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ რისკს.
  19. რას ნიშნავს ფაკულტატური და საერთო ხელშეკრულებით გადაზღვევა? ფაკულტატური არის ინდივიდუალური, კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე გადაზღვევა. საერთო ხელშეკრულებით როგორც წესი გადაზღვევა არა ცალკეული ობიექტი ან ანგარიში, არამედ მთლიანად ერთი გამოყოფილი ან რამდენიმე მიმართულება. ამ ტიპის ხელშეკრულებაზე მოქმედებს როგორც პროპორციული ისე არაპროპორციული სისტემა.
  20. რა არის ფრონტინგი? ფრონტინგი არის იურიდიული შეთანხმება, როდესაც სადაზღვევო კომპანია იღებს პასუხისმგებლობას რისკზე, მაგრამ ფაქტობრივად, ეს რისკი სრულად ან დიდწილად გადაეცემა სხვას, ჩვეულებრივ, გადაზღვევის მეშვეობით.
  21. შესაძლებელია თუ არა სადაზღვევო პოლისში დამზღვევი და მოსარგებლე იყოს სხვადასხვა პირი და გთხოვთ მოიყვანოთ მაგალითი. შესაძლებელია, მაგ: მივდივარ ქვეყნიდან და ჩემი მანქანით უნდა ისარგებლოს ჩემმა ძმამ რამდენიმე თვით და მე მოსარგებლედ ვუთითებ ჩემ ძმას, რადგან მან მიიღოს სადაზღვევო.
  22. გთხოვთ ჩამოთავლოთ დაზღვევის ძირითადი პრინციპები. დაზღვევის ძირითადი პრინციპებია ფინანსური სიმყარე, მდგრადობა, უსაფრთხოება, რისკისგან თავის არიდება.
  23. ალბათ რას გულისხმობს ამბულატორია ჰოსპიტალი (?!).
  24. იფარება თუ არა სამედიცინო მომსახურების მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება? მომსახურების მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება იფარება.
  25. რას გულისხმობს საზღვარგარეთ მკურნალობა? საზღვარგარეთ მკურნალობა გულისხმობს ისეთ დაზღვევას, რომელიც მოიცავს მკურნალობას სხვა ქვეყანაში. ეს სერვისი განსაკუთრებულად აქტუალურია იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ან მკურნალობის შესაძლებლობები ადგილობრივად ხელმისაწვდომი არ არის ან პაციენტი უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო კლინიკაში მკურნალობას.
  26. გიორგის უნდა გაუკეთდეს ქირურგიული ოპერაცია. მისი დაზღვევის პირობების მიხედვით, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ჯამურ ლიმიტს 8000 ლარს 80%-ს ჰოსპიტალიზაციის. თუმცა კონტრაქტით ეკუთვნის მოცდის პერიოდი ქირურგიულ ოპერაციაზე 12 თვის განმავლობაში. გიორგის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებმა სულ შეადგინა 5000 ლარი. ა.ნაზღაურდება თუ არა ეს შემთხვევა? 12 თვეში თუ გაიკეთებს, ანაზღაურდება. ბ. თუ ანაზღაურდება, გამოითვალეთ თანხის ოდენობა.
  27. ამბულატორიული მომსახურება ანას დაუჯდა 3000 ლარი. მისი სადაზღვევო პოლისი ფარავს ამბულატორიული მომსახურების 50% წლიური ლიმიტი 1500 ლარის ოდენობით. გთხოვთ გამოიანგარიშოთ თანაგადახდის თანხა. - 1500 ლარი.
  28. ანის ესაჭიროება ოპერაცია და მისი დაზღვევის პირობების მიხედვით სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ჯამურ ლიმიტს 12 000 ლარს 70%-ის ოდენობით ჰოსპიტალიზაციის დროს. ანის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებმა სულ შეადგინა 2200 ლარი. გთხოვთ გამოიანგარიშოთ თანაგადახდის თანხები. - 10460 რჩება ეს ლიმიტი. ანის გადასახდელო რჩება 660 ლარი.
  29. ანამ დააზღვია თავისი ავტომობილი. სადაზღვევო თანხა 40 000 ლარი. ფრანშიზა ფიქსირებული 100 ლარი. თან იყიდა ავტოპასუხისმგებლობა (ტპლ) 20 000 ლარის ლიმიტით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას მოუვიდა ავტო საგზაო შემთხვევა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანას დაუზიანდა მანქანა. ზარალის ოდენობამ შეადგინა 8000 ლარი. მიიღო ტვინის შერყევა და მოიტეხა ხელი. სავარაუდო მკურნალობის ხარჯები არის 5000 ლარი. მეორე პირის მანქანის ზარალმა შეადგინა 4000 ლარი. ხოლო მკურნალობის ხარჯებმა 5000 ლარი. 1)ანაზღაურდება თუ არა ორივე პერსონის ზარალი? 2)თუ ანაზღაურდება, გთხოვთ მიუთითოთ რომელი დაფარვებით და რა პირობებით. 40000-7900(დარჩა ლიმიტი) 7900 უნდა მისცეს სადაზღვევომ ანას.